პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსს აკრედიტაციის ახალ პროგრამას წარუდგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, დიპლომატიური აკრედიტაციის პროგრამა, რომელსაც არცთუ ბევრი ანალოგი გააჩნია მსოფლიოში უზრუნველყოფს საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელების აკრედიტაციას ელექტრონულად.
ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ადვილად ოპერირებადი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს აკრედიტაციის პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას (ვადების დაცვა, მონაცემთა ციფრული დამუშავება, ინტეგრაცია და ა.შ.), ასევე მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ დონეს.
პროგრამის პარალელურად დაინერგა ახალი დიზაინის სააკრედიტაციო ბარათი, რომელსაც გააჩნია გაყალბების თავიდან ასაცილებელი სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები.
დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (სიდა) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის ოფიციალურად ამოქმედების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


