პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან
საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა, რომ საბჭოს ფორმატი, რომლის პირველი სხდომა 2016 წლის ივლისში ანკარაში გაიმართა, ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათის ნათელი დასტურია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები განსაკუთრებით მიესალმნენ ისტორიულ თარიღს - ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. კმაყოფილებით აღინიშნა პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში არსებობს.
საქართველოს მხრიდან მადლიერებით აღინიშნა ოფიციალური ანკარის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
დღეს თბილისში გაიმართა საქართველო- თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და თურქეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


