პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მიხეილ ჯანელიძემ ღრმა მწუხარება გამოხატა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„თუ ჰელმუტ კოლის განვლილ ცხოვრებას გავიხსენებთ, ნათელი გახდება, რომ დავკარგეთ უდიდესი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში. წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: გერმანიისა და ევროპის გაერთიანებას. ეს იყო ის მიზნები, რომლებსაც მან წარმატებით გაართვა თავი“ - აღნიშნულია მინისტრის ჩანაწერში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰელმუტ კოლის სახელს უკავშირდება გერმანიის გაერთიანება. ის თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად - 16 წლის მანძილზე მართავდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


