პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის რეკომენდაციები ევროპაში მგზავრობის მსურველებისთვის
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, როგორ მოიმოქმედონ და რა საბუთები იქონიონ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.
ჯანელიძის თქმით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე შექმნილ პრობლემებისგან დაიცავს.
„მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მიზნობრიობა და ყველა, ვინც გაემგზავრება, გაემგზავროს მოკლევადიანი ვიზიტის მიზნით და ჰქონდეს ყველა დამადასტურებელი საბუთი – უკან დასაბრუნებელი ბილეთი, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემა საზღვარზე.
ჩვენ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, ჩვენი საკონსულოები შესაბამის ტრენინგებს გადიან, ჩვენ გვეხმარებიან ევროპული სტრუქტურები, რათა კარგად მომზადდეს ჩვენი შესაბამისი სამსახურები და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ დავიწყეთ აქტიური კამპანია ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ვიდეორგოლების და საინფორმაციო მასალების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, სადაც ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რისთვის შეიძლება და რა მიზნით გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. ეს კამპანია იქნება ძალიან აქტიური მომდევნო კვირების განმავლობაშიც“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


