პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ისრაელის ელჩს შეხვდა
10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანისა და ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის შეხვედრა. ოფიციალური ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების აუცილებლობას მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას.
შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია.
ისრაელურ მხარეს ასევე ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე არსებული განახლებული საკონსულო ინფორმაციისა და ქართული მხარის მიერ განხორციელებული ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც მომავალში მოემსახურება სიტუაციის შემსუბუქებას. მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებული კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებისა და უახლოეს მომავალში საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარებისათვის მზაობა.
შაბთაი ცურმა გამოხატა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა მომავალში ეფექტიანი შედეგის მიღწევის მიზნით. იქვე აღინიშნა, რომ 2017 წლის თებერვლის ბოლოს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხის განხილვისა და მომავალში სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


