პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უკრაინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს. მან დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. ხათუნა თოთლაძემ ასევე კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში უკრაინელ ტურისტთა მზარდი დინამიკა.
„საქართველო და უკრაინა ძალიან ახლო მეგობრები, მოკავშირეები და თანამოაზრე პარტნიორები არიან. ეს ურთიერთობა საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ეფუძნება. დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებულია ერთიან ღირებულებებსა და ინტერესებზე, ურთიერთპატივისცემასა და ჩვენს სამომავლო ხედვაზე.“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ წელს აღინიშნება განსაკუთრებული თარიღი, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლის იუბილე.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია საფერთხეს უქმნის სტრატეგიულ ბალანსს და მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს ევროპაში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძონ აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც მთელი ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესში შედის.“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იჰორ დოლჰოვი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პტივი მიაგეს უკრაინის თავისუფლებისთვის დარუპულთა ხსოვნს.
საღამო საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართა. მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


