პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა საქართველოში ბულგარეთის ელჩს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. დესისლავა ივანოვამ ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ელჩმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე. თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მხარეს პრაქტიკული დახმარებისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების პრაქტიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტულ თემებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ვიზიტებს.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა ისაუბრეს ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობა და განიხილეს სამომავლო პერსპექტივები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


