პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის 17 ნოემბერს ქ. ერევანში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარდი.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება„ აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, _ აცნობეს მედიანიუსს საგარეო უწყებიდან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


