პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12-13 იანვარს ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017”. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე დაგეგმილ სესიაზე. აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ასევე სიტყვით გამოვლენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი კშიშტოფ შჩერსკი და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექასნდრე ვერშბოუ. ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტს შეხვდება.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო სესიები დისკუსიების ფორმატში, რომლებიც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებსა და ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკას დაეთმობა. საქართველოს დელეგაცია მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


