პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის რეფორმატორებისა და კონსერვატორების ჯგუფის კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქ. კრაკოვში იმართება.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 2016 წლის 19 ოქტომბერს მინისტრი სიტყვით გამოვა სამდღიანი სამუშაო სესიის პანელზე, რომელიც ვარშავის სამიტის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აღნიშნულ პანელზე მიწვეულია ასევე პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩიერევიჩი. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მიხეილ ჯანელიძისა და ანტონი მაჩიერევიჩის პირისპირ შეხვედრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის (ECR) შეხვედრაზე ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის რიჩარდ ჩარნიცკის პირადი მიწვევით მიემგზავრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


