პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობს.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დროულად შემოღებისთვის ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ევროპარლამენტის განსაკუთრებით პოზიტიური როლი და იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საკანონმდებლო პროცედურები ევროკავშირში უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ძალაში სრულად შევიდა ასოცირების შეთანხმება. ხაზი გაესვა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიზნით, საპარლამენტო განზომილების, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობისა და დიალოგის შემდგომი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოების ხელშეწყობის მიზნით.
„საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რაც საქართველოსთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. ეს პროცესი რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს. აქ, დღეს ევროპალრამენტის დელეგაციაც იყო წარმოდგენილი. ჩვენ გავუგზავნეთ ევროპარლამენტს ნათელი მესიჯი იმისა, რომ პროცესის გაჭიანურება არ შეიძლება. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს“,-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირი-საქართელოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ საჯად ქარიმმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


