პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის წვერებს შეხვდება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვედრას გამართავს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს, 27 მაისს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკა და პრიორიტეტები.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პირველად მომზადდა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის აქტიური გახილვა მიმდინარეობს, როგორც საპარლამენტო წრეებში, ასევე დიასპორასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სტრატეგია მოიცავს დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკას და პრიორიტეტებს.
დღესვე პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნება მიმდინარე წლის 27-28 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმთან დაკავშირებული საკითხები, ფორუმს დიასპორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
ფორუმზე ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სხვა.
ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ სახელწიფოსა და დიასპორის ურთიერთობის საკითხებზე, განხილული იქნება დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია დ ასევე დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები - დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში, დიასპორა და ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება და სხვა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


