პოლიტიკა
საგარეო მიმართულებით თითოეული გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღება- ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთიდან ქართველი დიპლომატის გამოძევების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, საგარეო მიმართულებით თითოეული გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღება.
„თითოეული გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ მიერ მიიღება ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით და ამ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე“, -განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეს კურსი უცვლელია.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ვმოქმედებდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ჩვენი მიდგომა და ამ მიდგომით გაგრძელდება მუშაობა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევა მოითხოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო. ნოტაში აღნიშნულია, რომ “ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტის გამო მიიღო.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


