სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს. პ. დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. ს.პ.-მ, მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა – 72 800 ევრო მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე.
„გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და, მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, უკანონოდ დაეუფლა მას. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


