სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართელოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა იაფფასიანი, დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდგომში კი, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ “Henkel”- ისა და “Procter & Gamble Co.”- ის ბრენდირებული პროდუქტების, „PERSIL Expert Color”- ის, “PERSIL Vernel”- ის და ”ARIEL”- ის, კუსტარული წესით დამზადებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან და სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


