უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 სექტემბერი, 2017 12:50
font-size

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა.

დღეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ ვაჟა ფანოზაშვილი საგამოძიებო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გუნდს პროფესიონალი კადრი შეემატა. ვაჟა ფანოზიშვილს აქვს საჭირო ცოდნა, დიდი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ - ჩვევები იმისთვის, რომ სამსახურის მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელოს და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, ვაჟა ფანოზიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 - 2017 წლებში ეკავა კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა, 2013 - 2014 წლებში იგი იყო ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე - საგამოძიებო ნაწილის უფროსი, 2010 – 2013 წლებში ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე. 2004 - 2010 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, შემდგომში მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის და უფროსი პროკურორის თანამდებობებს. 1999 - 2004 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი