უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2017 16:40
font-size

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა OLAF-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ესტონეთში, ქალაქ ტალინში, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რიგით 22-ე კონფერენციის ფარგლებში, სიგარეტების კონტრაბანდასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე, მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

საქართველოს სახელით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, წელს პირველად წარადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის ქევეყნების შავ ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტების საქართველოდან ტრანზიტული გზით შეტანის პრევენციის მიზნით, ქართული მხარის მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესპანეთის, დანიის, რუმინეთის, შვედეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, ნორვეგიის, ლიბიის და 30-მდე სხვა ქვეყნის საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი