სამართალი
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფოთში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 270 000 ლარზე მეტი ზიანი მიაყენეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართა ფოთში, უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირის დაკავებასთან დაკაშირებით.
როგორც უწყებაში განმარტეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ქალაქ ფოთში გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომელიც უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციას ახორციელებდა.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს - მიუღებელი გადასახადების სახით, ასევე ბიზნესსექტორს, კერძოდ, აღნიშნული ბიზნესით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს.
,,გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს - მიუღებელი გადასახადების სახით, ასევე ბიზნესსექტორს, კერძოდ, აღნიშნული ბიზნესით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული რაოდენობის სიგარეტის ოფიციალურ სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი 270 000 ლარზე მეტი თანხით შეივსებოდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე“, - აცხადებენ უწყებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


