პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები: თუ როგორ შეიქმნა და მუშაობდა წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები - შალვა პაპუაშვილი
„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა. 300 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებები - თუ როგორ შეიქმნა და მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება და როგორი იყო ჩადენილი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაული.
„ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, მათ შორის მათთან, ვინც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ არ აძევებს საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა გაერთიანებები მის დანაყოფებს საკუთარი რიგებიდან. დღემდე ამ დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს, შემოქმედს და იდეოლოგს - მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები, რითაც უპირველეს ყოვლისა, ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს. ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველამ იცოდეს თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციასაც ახლა, როგორც ვხედავთ, ცდილობენ სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


