სამართალი
საგამოძიებო კომისია საზოგადოებას 13 ივნისს გააცნობს იმ პირთა სიას, ვინც კომისიის წინაშე დაიკითხებიან
საგამოძიებო კომისია მტკიცებულებების გაცნობას იწყებს და საზოგადოებას ოთხშაბათს, 13 ივნისს აცნობებს იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
მისი თქმით, კომისიამ საქმის შესწავლა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრით დაიწყო.
,,ვრცელი შეხვედრა გვქონდა ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატთან, სადაც მთლიანად საქმის პერიპეტიები განვიხილეთ. საგამოძიებო კომისია ასევე თანამშრომლობს ნინო ლომჯარიასთან. სახალხო დამცველი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე და კოორდინირებულები ვართ საქმის შესწავლის ფარგლებში. ვიწყებთ მტკიცებულებების გაცნობას და საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“,- აცხადებს ოთარ კახიძე.
როგორც „ევროპული საქართველოში“ ამბობენ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს, თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


