პოლიტიკა
საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინიტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები - რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით.
როგორც პრემიერმა მთავრობის 2016 წლის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც საშუალებას იძლევა, ეს თანხები მოხმარდეს გაფართოებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
,,ჩვენ უკვე განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს.
ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს - ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში", აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების" დაფინანსება და ა.შ.
ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი; შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად. ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა’’, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.
,,ასევე, 2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო", რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი. გუშინ ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები’’, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მიისვე თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო; აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო.
,,ყველა ეს სახელმწიფო პროექტი საზოგადოებაში სამეწარმეო სულისკვეთების ჩამოყალიბებას ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზროვნების ტრანსფორმირების თვალსაზრისით, რომ ისინი გახდნენ მეწარმეები და შექმნან ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები.
2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს", რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს. აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური’’, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, შემუშავდა მმართველობითი რეფორმა, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა ერთიანი „ბიზნესსახლის" პროექტი, რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება და სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით.
,,ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაემატება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია.
ეს რეფორმა სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში’’, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


