სამართალი
საფრანგეთში ქართველის დაჭრაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლონჟედუას კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
ინციდენტის დროს ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა მეორეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს, მათ შორის ფილტვი არეში.
ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქალაქ ბრიუდის რკინიგზის სადგურზე დღეს დილით დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


