სამართალი
საფრანგეთის პოლიციის ატაშემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, შსს-ს თანამშრომლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
ბრუნო ბალდუკი მსმენელებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის პრინციპებზე და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კონტროლის მექანიზმებზე ესაუბრა.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საფრანგეთის პოლიციის ატაშემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები საჯარო ლექციებს უკითხავენ.
პროექტის მიზანია სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


