პოლიტიკა
საფრანგეთი რჩება ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ და უფრო დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამხედრო აღმშნებლობის საქმეში- ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მასპინძლობს. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას საფრანგეთში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საქართველოს მიმართ საფრანგეთის მრავალწლიან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს.
საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას. „საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშნებელობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხნენ, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო განათლების კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში საფრანგეთის წვლილს გაუსვა და განაცხადა, რომ სამთო სკოლა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და წარმატებულ პროექტს წარმოადგენს.
მინისტრებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლოვ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


