პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები მესამე მოსმენით განიხილეს.
პროექტის თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნული ბანკი განისაზღვრება.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა აღნიშნული ცვლილებების მოქმედება და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრების მხრიდან რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


