უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 მაისი, 2017 14:40
font-size

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები, შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

ამის შესახებ დაზარალებულებმა, გვიან ღამით, მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დროს განაცხადეს.

მეანაბრეები იმ სამი პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს.

ამასთან, ერთ-ერთმა დაკავებულმა მამუკა ტუსკაძემ შიმშილობა უკვე დაიწყო.

ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ლაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტუსკაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ ცნობს. მას აქვს წაყენებული ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ამჟამად, აცხადებს შიმშილობას“,-აღნიშნა ადვოკატმა.

ერთ-ერთი დაზარალებული მეანაბრის ანა ძნელაძის თქმით, კი პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

„არსებობს კადრები სადაც გამოდიან მეანამბრეები. არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სასამართლოში მეანაბრეები მივალთ, მხარს დავუჭერთ ჩვენს თანამებრძოლებს. თუ ასე გაგრძელდა, და პროცესები ასე განვითარდა სხვა გზა არ დაგვრჩება და მოგვიწევს რომ ვიშიმშილოთ“,-აღნიშნა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ შსს გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს: ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი