პოლიტიკა
საერთოდ, ეს მორბენალი ინაუგურაცია ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს ქალაქების ძებნა...პარიზში ჩაატარონ მაშინ, ყველაზე ადეკვატური იქნება - რამაზ საყვარელიძე
„საერთოდ, ეს მორბენალი ინაუგურაცია, ანუ სირბილის ატეხა იმიტომ, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა ძნელია, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა შემთხვევაში”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას შეეძლო, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო და პრეზიდენტის ინაუგურაცია მშვიდად ჩაეტარებინა.
„საერთოდ, ეს მორბენალი ინაუგურაცია, ანუ სირბილის ატეხა იმიტომ, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა ძნელია, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა შემთხვევაში. მაგალითად, იმისთვის, რომ ინაუგურაცია ჩატარდეს, ხელისუფლებას შეიძლებოდა, ეთქვა, რომ კი, ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, დამსხდარიყვნენ, ორი დღე მსხდარიყვნენ, ჩაეტარებინათ ინაუგურაცია და მერე წასულიყვნენ. იმიტომ, რომ როცა დარბიხარ, ესე იგი, მაინც გეშინია მისი, ვინც მოგდევს, ამიტომ არ მგონია, ეს ქალაქების ძებნა… ნუ, პარიზში ჩაატარონ მაშინ, ყველაზე ადეკვატური იქნება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ჯერ კიდევ უცნობია, სად გაიმართება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


