პოლიტიკა
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას - ირაკლი კობახიძე
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ემსახურება სასმართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
„გახსოვთ, როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მათ შორის პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარა მაგალითად აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე, ბატონი ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ისიც გახსოვთ, რომ მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა, ფაქტი დარჩა ფაქტად და არავის ამერიკის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის სამწუხაროდ, პასუხი საზოგადოების წინაშე არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება და რეალურად, კანონპროექტში ასახული ყველა ის ცვლილება, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


