უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აპრილი, 2018 11:55
font-size

საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე - ირაკლი კობახიძე

ახლაც კი, იმ დროს, როცა ჩვენ შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად.

“უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი.

ახლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად. საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზღვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის განმტკიცება თანამშრომლობის უდიდეს პოტენციალს იძლევა.

“წარმოვადგენთ რა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ გვწამს, რომ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარი გახლავთ თანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულ ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

მიმდინარე წელს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა შეიმუშავეს სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებას და საერთო ინტერესებში მჭიდრო ჩართულობას. ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათა ენთუზიაზმით განვაგრძოთ ხიდების მშენებლობა და დაბრკოლებების აღმოფხვრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი