პოლიტიკა
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას გამართავს
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი მე-13 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას, დღეს, 26 იანვარს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ თბილისში" გამართავს.
საბჭოს წევრებთან შეხვედრას სპეციალური მოწვევით დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა შეეხება შემდეგ საკითხებს: პრემიერ-მინისტრი წარადგენს პრეზენტაციას ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ; გიორგი გახარია მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას; ბიზნეს გარემოსა და მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრებს საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე - ფადი ასლი; ერიკ ლივნი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკური კომიტეტის თავჯრომარე წარადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული 10 პუნქტიანი გეგმის ანალიზს მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით.
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატა წარადგენს ჟურნალ ICCommerce-ის მერვე გამოცემას.
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრება 150-ზე მეტი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკური პარტიის წევრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები .
საკონსულტაციო საბჭო ერთადერთი და გამორჩეული ორგანოა საქართველოში არსებულ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის, რომლის შემადგენლობაშიც შედის ათი ელჩი, სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეები.
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ დიპლომატები რეგულარულად ურთიერთობენ მთავრობასთან, რათა მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


