პოლიტიკა
საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე - ირაკლი კობახიძე
საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
„საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125 პროცენტის ოდენობით, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე. უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბევრად ნაკლებრისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან, საქართველოს ფასიან ქაღალდებში 2,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


