პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე, - ამის შესახებ ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ აგმოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.
საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე სულ 16 საჩივარი შეიტანა ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან დაკმაყოფილდა ერთი, არ დაკმაყოფილდა 10 საჩივარი, ხოლო განხილვაშია 5 საჩივარი.
,,ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ადმინისტრაციული რესურსების სხვა სახეობებთან შედარებით, ამ ტიპის რესურსის არამიზნობრივი გამოყენება ყველაზე მეტად პრობლემური იყო“, - აცხადებენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში.“
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედური შედეგები იხილეთ სრულად ბმულზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


