მსოფლიო
საელჩოს იერუსალიმში გადატანით აშშ-ის რეპუტაცია ნულამდე დაეცა - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანით ვაშინგტონის რეპუტაცია ნულამდე დაეცა. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა TRT World-თან ინტერვიუსას განაცხადა.
„ამერიკის რეპუტაცია თითქმის ნულამდე დაეცა. ამერიკამ და ისრაელმა ისეთი გადაწყვეტილება [საელჩოს გადატანაზეა საუბარი] მიიღეს, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია“, -თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა გაეროს კენჭისყრას იერუსალიმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე.
„ამან გვაჩვენა, რომ ეს ქმედებები მსოფლიოსთვის მიუღებელია. თუ ამბობ, რომ „ ფული მაქვს, ძალა მაქვს და შემიძლია თქვენი დაშინება ამის გამოყენებით“, არ უნდა გააკეთო ეს. და სერიოზულად არავინ არ მიიღებს“, - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია.
„და ახლა გადაიტანეთ თქვენი საელჩო იერუსალიმში. მერე? იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია და ყველამ იცის ეს. ეჭვიც არაა. აღიარებთ ამას თუ არა, სულერთია“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნა, რაც დაემთხვა ისრაელის სახელმწიფოებრიობის 70-ე წლისთავის აღნიშვნას.
წინა წლის დეკემბერში დონალდ ტრაპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მოჰყვა უკმაყოფილება პალესტინელთა მხრიდან.
იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი გამოწვევაა ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


