საზოგადოება
საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში 5540 ადამიანი დაბრუნდა - საგარეო უწყება
2020 წლის 13 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით 5540 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს 5540 მოქალაქე საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით დაბრუნდა სამშობლოში.
„როგორც ცნობილია, გუშინ შესრულდა ბერლინი-თბილისის რეისი, რომელითაც ასევე ისარგებლა რამდენიმე მძიმე პაციენტმა. რისთვისაც თვითმფრინავს, სამინისტროს ორგანიზებით თბილისიდან გაჰყვა სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.
აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


