პოლიტიკა
საჯარო სამსახურის ბიურომ ლევან იზორიას ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზები დააკონკრეტა
საჯარო სამსახურის ბიურომ ლევან იზორიას 1000 ლარით დაჯარიმების მიზეზი განმარტა. ბიუროს ცნობით, დაჯარიმება გამოიწვიეს პლასტიკურმა ბარათმა და დამხმარე შენობა-ნაგებობამ.
კერძოდ, იზორიას სახელზე რეგისტრირებული იყო პლასტიკური ბარათი, თუმცა მას არ იყენებდა. შესაბამისად, დეკლარაციაშიც არ მიუთითა.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის ოჯახს ეკუთვნის სახლი სასწავალო-საცდელ მეურნეობა „ატმიანში“. იზორიამ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა დამხმარე შენობა-ნაგებობა – სათავსო.
2017 წელს დაჯარიმდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზიც, ამის მიზეზი კი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით საბანკო ანგარიშებში დაფიქსირებული ცდომილება გახდა.
ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვზის გამო ასევე დაჯარიმბულთა სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე და საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


