პოლიტიკა
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს სამხრეთ კორეის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით სამხრეთ კორეის დელეგაცია სტუმრობს. სასწავლო ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაცია კორეის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სარეგისტრაციო ბიუროს შემადგენლობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მიიღო. მან სტუმრებს ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ელექტრონული სერვისები წარუდგინა.
დელეგაციის წევრები განსაკუთრებით საჯარო რეესტრის იმ მიღწევებით დაინტერესდნენ, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს "მსოფლიო ბანკის "Doing Business" რეიტინგში. შეხვედრაზე უწყებებს შორის სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს და საჯარო რეესტრის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


