სამართალი
საჯარო რეესტრს შვედი ექსპერტების დელეგაცია სტუმრობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტების დელეგაცია სტუმრობს.
სააგენტოს ცნობით, შვედი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად საჯარო რეესტრში ინფორმაციისა და დოკუმენტის დამუშავების არსებულ პრაქტიკას გაანალიზებენ და მიწისა და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.
ვიზიტი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება.
„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პროექტი საჯარო რეესტრის დახმარებას ითვალისწინებს პრიორიტეტული საქმიანობების განხორციელებაში, როგორიცაა: მიწისა და უძრავი ქონების მართვის გაუმჯობესება, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა, გეოდეზიის, კარტოგრაფიის და დამისამართების სისტემის განვითარება, ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სხვა.
შვედი ექსპერტების სამუშაო ვიზიტი 3 თებერვალს დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


