უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2020 10:40
font-size

საჯარო რეესტრმა წინასაარჩევნო პერიოდისთვის პოლიტიკურ პარტიათა რეესტრის ცხელი ხაზი აამოქმედა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელი ხაზი ამოქმედდა.
წინასაარჩევნო პერიოდისთვის სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზი (+995 32) 225 15 27 უზრუნველყოფს პარტიების რეესტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაინტერესებულ პირთათვის და პარტიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.

დაინტერესებული პირების ინტერესს უმეტესად პარტიის სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტების, მათი შინაარსისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, პარტიის ამონაწერისა თუ დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. ცხელ ხაზზე შესაძლებელია ახალი პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების, სარეგისტრაციო პროცედურებთან, ამონაწერის მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე კითხვების დასმა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.
ცხელი ხაზით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ცხელი ხაზის კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მიაწოდებენ პარტიათა რეესტრის, მათ შორის, პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება, ყრილობის ოქმი, წევრთა სია, წესდება და ა.შ.) საკითხებზე.

ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება პარტიათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ (მათ შორის, პოლიტიკური სუბიექტის სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, ინფორმაცია ხელმძღვანელის შესახებ და სხვ).

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციას საჯარო რეესტრი 2012 წლიდან ახორციელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი