უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2025 18:04
font-size

საჯარო მოსამსახურე, მათ შორის პოლიტიკოსი, როდესაც ჩადის კორუფციულ დანაშაულს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება და გაუჭირდება მოპარული ფულის გამოყენება - ირაკლი კობახიძე

საჯარო მოსამსახურე, მათ შორის პოლიტიკოსი, როდესაც ჩადის კორუფციულ დანაშაულს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება და გაუჭირდება შესაბამისად, მოპარული ფულის გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირადად იყო ჩართული ამ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში.

„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც დაწყებული გვაქვს ჩვენ კორუფიციის წინააღმდეგ. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ზომები მიღებული, მათ შორის ეს არ ეხება კონკრეტულად ვიღაცის დაკავებას, დაპატიმრებას. ჩვენ მთლიანად გავასაჯაროეთ მთავრობის გადაწყვეტილებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს ათიათასობით აქტს, რომელიც ქვეყნდება, წელიწადნახევრის განმავლობაში. ათი ათასობით აქტია გამოქვეყნებული, თუ ერთ აქტში მაინც ნახავენ კორუფციის ნიშნებს, შეუძლიათ, დასვან კითხვები და მიიღებენ შესაბამის პასუხებს. ჩვენ ჩავკეტეთ მთლიანად ქონების პირდაპირი წესით გაყიდვის პრაქტიკა, რაც იყო კორუფციის რისკების შემცველი. ბევრი სხვა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა ჩვენი საქმიანობა, იმისათვის, რომ უფრო სამართლიანი გამხდარიყო პროცედურები. ინფრასტრუქტურის ნაწილში, გუშინაც გვქონდა შეხვედრა შესაბამის კომპანიებთან, ყველას ძალიან მკაფიოდ დავუფიქსირეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპს, რამაც უნდა გაზარდოს ხარჯეფექტიანობა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით და ასევე უნდა გაზარდოს ხარისხი. ხარისხში, მათ შორის სათანადო ვადებში განხორციელება იგულისმება, ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. როდესაც საჯარო მოსამსახურე, მათ შორის პოლიტიკოსი, ჩადის კორუფციულ დანაშაულს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება და გაუჭირდება შესაბამისად, მოპარული ფულის გამოყენება. პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ კანონპროექტს და ამისათვის არის ინიცირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი