სამართალი
სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, რომ ჩემი შვილის მკვლელები გაათავისუფლონ სასჯელისგან - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული სამი პირი გირაოთი გაათავისუფლეს.
სარალიძემ თქვა, რომ გონივრული ეჭვი აქვს, რომ მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს.
„დღევანდელი ფაქტი, რაც მოხდა, სასამართლო პროცესიდან დანაშაულის დაფარვაზე პირების გათავისუფლება, ეს იყო უკვე მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გონივრული ეჭვი მაქვს იმის, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძე გამოვიყვანოთ მწყობრიდან. მაგრამ ზაზა სარალიძეს ესენი მწყობრიდან ვერ გამოიყვანენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები სამართლებრივი წესით დავუმტკიცებ მე ამათ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში.
არც გამკვირვებია, სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება. არ გამიკვირდება შემდგომი გადაწყვეტილებები, იქიდან გამომდინარე, რომ რაც შაბათ დღეს მოხდა ჩემი, ქალბატონი ელისო კილაძისა და ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრაბურგში ვიზიტთან დაკავშირებით, რომ ცრუ დასმენით ხელისუფლებამ გადასცა გერმანიის ფედერაციას, რომ ჩვენ ვიყავით ტერორიზმში ეჭვმიტანილები.
სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, რომ ჩემი შვილის მკვლელები, დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელი, გაათავისუფლონ სასჯელისგან“, -განაცხადა სარალიძემ.
სარალიძის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„მე არ ვაპირებ უკან დახევას. ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ერთი შემიძლია პირდაპირ ვთქვა, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე პირადად და არა მხოლოდ მე, ბატონი მალხაზი და ქალბატონი ელისო უკვე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ ამ ხელისუფლებისგან. ჩემს სიცოცხლეს, ფაქტია, რომ საფრთხე ემუქრება, მთელი სახელმწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხელისუფლებაში არის ჩარეული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში“, -აღნიშნა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ სექტემბრიდან აქციები დააანონსა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ბოლომდე ვიბრძოლებ და პირდაპირ მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას. სექტემბრიდან მე პირადად ვაპირებ აქციების გაგრძელებას, რისთვისაც დამჭირდება ხალხის გვერდში დგომა, არა მარტო იმაში, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნას, არამედ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი ჩვენს ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა იზეიმოს ქართველმა ხალხმა, ჭეშმარიტებამ და სამართალმა.
ძალიან გთხოვთ ყველას, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობაზე, საქართველოს მომავალი თაობა მიემართება უფსკრულისკენ. ძალიან გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა, რათა ეს შერჩევითი სამართალი ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ და გავანადგუროთ“, - თქვა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


