სამართალი
სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
28 - 30 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს;
კერძოდ: 28 ოქტომბერს, კანონდარღვევის 2 შემთხვევა (საერთო წონით - 168.46 გრ.) დაფიქსირდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12,481.52 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 12,481.52 ლარის ოდენობით, აცნობეს მედიანიუსს შემოსავლების სამსახურიდან.
30 ოქტომბერს გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა 273.86 გრ.) საერთო საბაჟო ღირებულებამ 42,640.64 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გადაეცა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


