სამართალი
სადახლოსა და ვალეში არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები აღმოაჩინეს
9-10 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, სგპ „ვალეში“ აღმოჩენილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების წონამ 85,05 გრამი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გადაეცა. ხოლო, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროსა (56,23 გრ.) და ვერცხლის (8,49 გრ.) ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,618.71 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,618.71 ლარის ოდენობით შეეფარდა, _ აცნობეს მედიანიუსს შემოსავლების სამსახურიდან.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


