სამართალი
სადახლოსა და თბილისის აეროპირტში 43,309 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
2 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,თბილისის აეროპორტი”, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების რ.გ-ს, კ.რ-სა და გ.ტ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, ოქროს (ჯამში 374,59 გრ.) და ვერცხლის (ჯამში 7,63 კგ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, საერთო ჯამში 43,309.88 ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 43,309.88 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


