უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 აგვისტო, 2025 18:14
font-size

სად ვუყუროთ საკალათბურთო ნაკრების თამაშებს? - გაეცანით საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებებს

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

27 აგვისტოდან ევროპის მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი EUROBASKET 2025 აიღებს სტარტს - ტურნირი ოთხ ქვეყანაში (კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთსა და პოლონეთში) გაიმართება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. პირველ ტურში 28 აგვისტოს ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის გრანდს, ესპანეთს დაუპირისპირდება.

წინ მღელვარე და ემოციური დღეები გველის, თამაშების ყურების საუკეთესო მომენტი კი სხვებისთვის გაზიარებული გამარჯვების სიხარულია, თითოეული მოპოვებული ქულა, დაძაბული მომენტი გაერთიანებს ყველასთან, ვისაც შენსავით უყვარს სპორტი.

თუ შენც გინდა მეგობრებს გაუზიარო ემოციები და დიდ ეკრანზე უყურო ყველაზე საინტერესო და დაძაბულ საკალათბურთო ჩემპიონატს, აუცილებლად დაგაინტერესებს საქართველოს ბანკის შეთავაზება. სხვადასხვა ქალაქის რამდენიმე გამორჩეული პაბი განსაკუთრებით ემზადება EUROBASKET-ისთვის, დიდ ეკრანთან ერთად აქ დაგხვდება კომფორტულად მოწყობილი სივრცეები და საგულშემატკივრო განწყობა. PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხება. არ დაგავიწყდეს, რომ PLUS ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია სასურველ ნივთებსა და სერვისებში.

პაბები, სადაც თამაშის დღეებში გაათმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ და დასამახსოვრებელ დღეებს გაატარებ მეგობრებთან ერთად:

თბილისი

  • -დუბლინი
  • -კრაფტ გრილი და ლუდი
  • -ალხანაიძე
  • -პაბ 44
  • -Pub Atonelze

ბათუმი

  • -კრეატორია
  • -კრაფტ ფუდი
  • -არენა პაბი

ქუთაისი

  • -კრომბახერი
  • -Marys Irish Pub

თუ თამაშების ყურებას სახლში გირჩევნია, Wolt-ის ქეშბექი დაგეხმარება საგულშემატკივრო გარემოს შექმნაში: თამაშის პერიოდში WOLT-ის შერჩეული კატეგორიიდან გამოძახებისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) Wolt-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება.

ასე რომ, მოემზადე დაძაბული თამაშებისთვის, უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და გაუზიარე ემოციები საყვარელ ადამიანებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი