უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მარტი, 2021 13:42
font-size

სად შევიძინოთ ტრავმატოლოგიური ნივთები?

მოტეხილობა ძვლის მთლიანობის დარღვევაა, თუმცა, ამ დროს არა მარტო ძვალი, არამედ მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებიც ზიანდება, მაგალითად: კუნთები, მყესები, ნერვები და ა.შ. ამასთან, ტრავმას თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილები. ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი არსებობს:

1.ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ძვალს იმპლანტების (ფირფიტები და ჭანჭიკები) დახმარებით ამაგრებენ.

2.ფიქსატორი, რომელსაც ექიმი იმ შემთხვევაში დაგინიშნავთ, თუ დახურული მოტეხილობა გაქვთ და ქირურგიული მანიპულაცია აუცილებელი არ არის.

თანამედროვე მედიცინაში მოტეხილობის მკურნალობა სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან ხარისხიანი პროდუქტების დახმარებით პაციენტი სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებს - მალევე იწყებს მოძრაობას, მცირდება სახსრების “ჩაკეტვისა” და კუნთების ატროფიის რისკი.

ახალი ხედვის ტრავმატოლოგიური მაღაზია

“ახალი ხედვის” ტრავმატოლოგიური მაღაზია გთავაზობთ სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების პროდუქციას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ფიქსატორი - უდრეკი,რიგიდული ან რბილი მასალისგან შედგება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულება. მხრის ფიქსატორები კუნთებისა და მყესების დაზიანება/დაჭიმვის, ართროზის, ართრიტის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს ინიშნება. კისრის ფიქსატორები ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთაშუა თიაქრის და სხვა მდგომარეობების დროს გამოიყენება. მუხლის ფიქსატორი სახსარს დაზიანებისგან იცავს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს. იდაყვის ფიქსატორი კი სითბოს ინარჩუნებს და ტკივილსაც ამცირებს.

ჭანჭიკები და ფირფიტები - მათი შეძენა კლინიკებს შეუძლიათ. Ეს არის საოპერაციო მასალა, რომელიც დამსხვრეული, გატეხილი ძვლის შეერთებისთვისა და აღდგენისთვის გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ნახევრად დახრახნილია, სხვები - მთლიანად. განკუთვნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის: სხივ-მაჯა, მცირე წვივი, ქუსლი, ლავიწი, ბარძაყი და სხვა.

რატომ ახალი ხედვა?

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მისია ქართული ბაზრის მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო პროდუქციითა და სერვისით უზრუნველყოფაა.

ტრავმატოლოგიური საშუალებების ადგილზე შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. თუმცა, “ახალი ხედვა” მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლებზე. სწორედ ამიტომ, ის ონლაინ გაყიდვებსაც უზრუნველყოფს - გადადით ვებ-გვერდზე (www.akhalikhedva.ge), გაიარეთ ავტორიზაცია, გამოიწერეთ სასურველი ნივთი და ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდიან პროდუქტს.

კონსულტაციის მიღება შეგიძლიათ როგორც უშუალოდ მაღაზიებში, ასევე ონლაინ - ფეისბუქის გვერდზე ან სატელეფონო კონსულტაციით. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.

NS

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი