სამართალი
სად და რა ვითარებაში მიიღო ფიზიკური დაზიანებები ირაკლი ხოფერიამ - საიამ გაასაჩივრა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მან შეწყვიტა გამოძიება ცემის ფაქტზე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაასაჩივრა პროკურატურის დადგენილება ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტისა და დაზარალებულის სტატუსის მოხსნის შესახებ. საიას თქმით, ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უპასუხოდ ტოვებს კითხვას, სად და რა ვითარებაში მიიღო ფიზიკური დაზიანებები ირაკლი ხოფერიამ.
ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე იძალადეს. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხოფერიას სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნებოდა.
საიას ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმეზე ხარვეზებით მიმდინარეობდა, რადგან თავიდან პროკურატურა უარს ამბობდა ხოფერიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ამის აღიარება დაზარალებულმა 2017 წლის 2 მაისის სასამართლოს გზით მოიპოვა. ორგანიზაციის თქმით, ხოფერიამ ამოიცნო პოლიციელი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას პასუხისგებაში არავინ მიცემულა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


