პოლიტიკა
საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე - აშშ-ის ელჩი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკული მხარე საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება საქართველოს მთავრობას ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით.
„ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ პროცესს. ამ საკითხში მთავარია, არსებობდეს ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებსა და კანონის აღმასრულებელ სამსახურებზე. თუკი ამ პროცესში მთავრობას სჭირდება რამე სახის დახმარება ან რეკომენდაციები, ჩვენ მზად ვართ. მთავარია, არსებობდეს საპარლამენტო ან სასამართლო ზედამხედველობა ასეთ საკითხებზე“,- აღნიშნა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა 20 მარტს ვეტო დაადო. მიზეზად მან დაასახელა, რომ ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანო ისევ სუს-ის კონტროლის ქვეშ იქნება, აგრეთვე მან ყურადღება გაამახვილა იმ ფინანსურ ვალდებულებებზე, რაც ეს კანონი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს. 22 მარტს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ამ კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ე.წ. ფარული მოსმენის კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


