პოლიტიკა
საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს საარჩევნო ყუთთან რომ მომავალი განვითარების პროცესი იყოს უფრო სწრაფი - არჩილ თალაკვაძე
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი დილიდან მშვიდ და დემოკრატიულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მან მხარდაჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი და დინამიური.
„დილიდან საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ. დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და აუცილებელია, საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიური და ჩვენ გვექნება უფრო მეტი კეთილდღეობა ოჯახებში და ქვეყანაში“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


