უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2018 12:15
font-size

საჭირო გახდა რიკოთის პროექტის 2022 წლამდე გახანგრძლივება და გაიზარდა მისი ღირებულება - მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს.

როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, გზების დაანონსებული პროგრამა დაახლოებით 1 მილიარდი ევროთი არის გაზრდილი.

მისი თქმით, პროექტირების ფაზაზე აღმოჩნდა რთული გეოლოგიური და ფაქტობრივი პირობები.

„ასევე, გვაქვს ადგილზე საპროექტო სამუშაოების ჩამორჩენაც. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გვაქვს ერთ წლიანი პროცესი დონორთან ურთიერთობის, სადაც დონორისგან ველოდებით შერჩევის პროცედურებს. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ კორექტივები შეგვაქვს ამ გეგმაში. ასევე, წინასაპროექტო შესწავლის შედეგად, ზოგიერთ გზაზე, როგორიც არის მაგალითად, თბილისის შემოვლითი გზა, თბილისი რუსთავი და სადახლოს მიმართულებით, სატრანსპორტო ნაკადების ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ამ გზების გაკეთების საჭიროება მოცემულ ეტაპზე არ დგას და გვაქვს საშუალება, გადავიტანოთ ამ პროექტების შესრულება მომდევნო პერიოდში. ეს თანხა კი, მივმართოთ უფრო მნიშვნელოვან პროექტებზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2016 წელს წარდგენილ გეგმაში ცვლილებები უკვე სახეზეა.

„ცვლილება ეხება, როგორც ღირებულების ნაწილს, ასევე ამ პროექტების შესრულების ვადებს. უმეტეს შემთხვევაში, ამ მაგისტრალების დაანონსების დროს, საპროექტო სამუშაოები არ იყო დაანონსებული. გარკვეულ მონაკვეთებზე, თუნდაც ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, როდესაც ვვარაუდობდით, რომ იყო საჭირო 5 კილომეტრიანი გვირაბი, საჭიროება დადგა 9 კილომეტრიანი გვირაბის. შესაბამისად, გაიზარდა ამ პროექტის ღირებულებაც და ვადებიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, მისი თქმით, იგივე ეხება რიკოთის მონაკვეთს, სადაც საჭირო გახდა პროექტის ვადის გახანგრძლივება.

„იგივე ეხება რიკოთის მონაკვეთს, სადაც პროექტირების დროს მოხდა პროექტის დაზუსტება. ასევე, საჭირო გახდა ამ პროექტის გახანგრძლივება 2022 წლამდე. ისევე, როგორც ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 300 მილიონი ევროთი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი