პოლიტიკა
საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე - ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ მიზანმიმართულ სპეკულაციებს აქვს ადგილი.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ სპეკულაციებს იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად.
2025 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1% იყო. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 6.1 მილიარდი ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე (6.0 მილიარდი ლარი) 118 მილიონი ლარით მეტია და 102.0%-ს შეადგენს.
გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა. კერძოდ, იანვარ-მარტში მიღებულმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5.6 მილიარდი ლარი) 102.1% – 5.7 მილიარდი ლარი. მათ შორის, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენდა 5.3 მილიარდ ლარს, ხოლო ფაქტი 5.4 მილიარდი ლარია, რაც გეგმის 102.3%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთებზე განთავსებული იყო შესაბამისად, 1.7 მილიარდი და 0.7 მილიარდი ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არა თუ ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


